29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-10 ტურში "ინტერმა" გასვლაზე 2:1 სძლია "ბრეშიას".
რომელუ ლუკაკუმ ჩემპიონატის 10 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა.
ლაუტარო მარტინესმა ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ჩემპიონატზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
"ინტერი" 25 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა ლიდერობის დაბრუნება "იუვენტუსს" შეუძლია, რომელიც 2 ქულით ჩამორჩება და დღეს "ჯენოას" მასპინძლობს.
ბრეშია. "მარიო რიგამონტი"
ბრეშია - ინტერი 1:2
გოლები: 0:1 მარტინესი (23), 0:2 ლუკაკუ 63), 1:2 შკრინიაკი (76, საკ. კარში)