სკანდალი სერია A-ში - "ნაპოლის" გულშემატკივარმა დეპუტატებმა ხმა აღიმაღლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბევრი მიიჩნევს, რომ იტალიურ ფეხბურთში არათუ არაობიექტური, არამედ ხშირად მიკერძოებული მსაჯობაა. ამან თვით ისეთი მშვიდი დ გაწონასწორებული პიროვნებაც კი გამოიყვანა წყობილებიდან, როგორიც "ნაპოლის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტია.

სერია A-ს მე-12 ტურში, "ატალანტასთან" მატჩის დასასრულს ანჩელოტი პენალტის დანიშვნას ემოციურად მოითხოვდა და გააძევეს. საყვარელ გუნდს იტალიის პარლამენტის 12 დეპუტატი გამოესარჩლა, რომლებმაც სპორტის სამინისტროში საპროტესტო წერილი აფრინეს.

ისინი მიიჩნევენ, რომ მსაჯმა პიერო ჯაკომელიმ ბერგამოელთა კარში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, რამაც შეხვედრის შედეგზე გავლენა მოახდინა, "ნაპოლი" მოატყუეს, 2 ქულა დააკარგვინეს და მთავრობამ ამის აღსაკვეთად ზომები უნდა
მიიღოს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ანჩელოტი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ძალიან საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო არბიტრმა ამავე ტურში გამართულ "იუვენტუსისა" და "ჯენოას" შეხვედრაშიც.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთის სათამაშო დროა 90 წუთი+კომპენსირებული დრო, იტალიაში კი 90 წუთი+ სანამ იუვენტუსი გოლს გაიტანს
გუგა
11:06 01-11-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული