"ინტერმა" ლუკაკუს დუბლით იმარჯვა - "რომამ" "ნაპოლის" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
3 ნოემბერს, სერია A-ს მე-11 ტურში "ინტერმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "ბოლონიას". დუბლი რომელუ ლუკაკუმ შეასრულა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანით კომპენსირებულ დროში გაიტანა.

ჩემპიონატზე ლუკაკუმ უკვე 8 გოლი გაიტანა.

ბოლონია. "რენატო დალ'არა". 28 498 მაყურებელი
ბოლონია - ინტერი 1:2
გოლები: 1:0 სორიანო (59), 1:1 ლუკაკუ (75), 1:2 ლუკაკუ (90+1, პენ)


"ნაპოლი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "რომასთან" და ფაქტიურად გამოეთიშა საჩემპიონო რბოლას.

რომი. "ოლიმპიკო". 34 502 მაყურებელი
რომა - ნაპოლი 2:1
გოლები: 1:0 ძანოლო (19), 2:0 ვერეტუ (55, პენ), 2:1 მილიკი (72)
გაძევება: ჩეტინი (90+5, რომა)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული