"პარმას" ფანებმა "რომას" ფეხბურთელის დედას "კახპა" ეძახეს და პასუხიც მიიღეს

AutoSharing Option
"პარმას" ფანებმა სერია A-ს მე-12 ტურში "რომასთან" გამართული მატჩის დროს სტუმართა ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოს დედას უმღერეს და მთელი მატჩის განმავლობაში იმეორებდნენ ჩანტის სიტყვებს: "ძანიოლოს დედა კახპაა".

41 წლის ქალბატონმა ფრანჩესკა კოსტამ, რომელიც საერთოდ არ გაბრაზებულა, ულტრასების ამ მოქმედებას ღიმილით უპასუხა და მადლობაც კი გადაუხადა მათ.

"მე სექსუალური შინაარის შეურაცხმყოფელ ფრაზებს ყოველთვის ღიმილით ვპასუხობ. მადლობა, საყვარლებო. აუხსენით იმათ, რომ ამაზე პასუხად მხოლოდ ღიმილი შეიძლება მქონდეს", - განაცხადა 20 წლის ფეხბურთელის დედამ.

იმ შეხვედრაში კი "რომა" 0:2 დამარცხდა. ძანიოლომ მატჩი სრულად ჩაატარა,
თუმცა თავისი გუნდის წაგებისგან ხსნა ვერ მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული