23 ნოემბერს, სერია A-ს მე-13 ტურში "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი 1:1 დასრულდა.
"როსონერი" 13 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-13 ადგილზეა და დაგროვილი ქულებით თავისი ანტირეკორდი გაიმეორა.
რაც სტეფნო პიოლიმ "მილანი" ჩაიბარა, გუნდმა 6 მატჩში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა.
ნახევარმცველმა ჯაკომო ბონავენტურამ 2018 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი.
"ნაპოლი" 20 ქულით მე-7 ადგილზეა და ლიდერ "იუვენტუსს" 15 ქულით ჩამორჩება. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს ხელფასს აღარ გადაუხდის.
მილანი. "სან სირო"
მილანი - ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ლოზანო (24), 1:1 ბონავენტურა (29)