ნახეთ, როგორ დაბლოკა კრიშტიანო რონალდომ დიბალას საგოლე დარტყმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სასუოლოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) მეორე ტაიმში ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თანაგუნდელ პაოლო დიბალას დარტყმა ვერ აიცილა და კარის ხაზიდან 2 მეტრში მდგომი გადაეფარა ბურთს.

აღნიშნულ მომენტში კრიშტიანო ძალიან უცნაურად იქცევა - დიბალას დარტყმის შემდეგ არც მაღლა ახტომას ცდილობს, არც გვერდით გაცლას, გაუნძრევლად დგას ერთ ადგილას და ბლოკავს ბურთს.

ამ ქცევას გამოხმაურება მოჰყვა როგორც იტალიურ, ისე მსოფლიო საფეხბურთო პრესაში და კრიშტიანოს ყველა ეგოიზმში ადანაშაულებს, რადგან ამ ეპიზოდის დროს ანგარიში 2:2 იყო და დიბალას გოლი გამარჯვების მომტანი იქნებოდა. ბევრი გამოცემის
მიხედვით, პორტუგალიელს არ სურდა, გამარჯვების მომტანი დარტყმა დიბალას შეესრულებინა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მერამდენედ ვამეორებ ნუთუ მართლა სპეციალურად დაბლოკა მეთქი მარა, თუ სპეციალურად არ ქნა დაუნია მაშინ ჩემამდე არ დადის მაგეთ სიტუაციაში ფეხებს გაშლიდა
Ra xdeba
02 დეკემბერი 2019 23:39
0
მეტი ხომ არ უნდა "ვითომ გულშემატკივარს". უკეთესად თამაში მართებდა, მაგრამ თუ დააკვირდებით შეატყუპა ფეხები და არ გაინძრა, თამაშგარეში რომ ჩათვლილიყო ეპიზოდს გაეთიშა. თან არც გადიოდა - მეკარე რეაგირებდა და ასე რომ . . . უბრალოდ ობიექტურად შეაფასეთ.
???
02 დეკემბერი 2019 23:36
3
რონალდო მეგა ფეხბურთელია, მაგრამ საკმაოდ ეგოისტიც, მისი ნეგატიური რეაქცია თანაგუნდელის გოლზე არაერთხელ მოხვედრილა ყურადღების ცენტრში. მას კარგი რეაქცია აქვს-თუ მოინდომებდა ბურთს გაატარებდა. მეკარეს კი ვერ ხედავდა-ანუ არ იცოდა აიღებდა თუ ვერა .
ფერნანდო
03 დეკემბერი 2019 13:29
0
კაცი კი არა, კაცუნაა ეგა!
bmb
02 დეკემბერი 2019 12:23
6
კიდევ ერთხელ დსამტკიცდა, რომ რონალდო არის ყველაზე ეგოისტი ფეხბურთელი. მას მხოლოდ საკუთარი წარმატება ადარდებს.
გაგა
02 დეკემბერი 2019 11:25
6
მართლა სპეციალურად არ ახტა მგონი ბატონი რონალდო. საკმარისი დრო ქონდა რეაქციისთვის.
შეტევა
02 დეკემბერი 2019 11:18
0
ასთი სუსტი სეზონი რონალდუს როდის ჰქომდა არ მახსენდება. მემგონი ესეც ბერდება!
gabo
02 დეკემბერი 2019 10:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული