6 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურის მატჩი "ინტერსა" და "რომას" შორის 0:0 დასრულდა.
"ინტერი" 38 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ "იუვენტუსმა" დღეს, 7 დეკემბერს სტუმრად "ლაციოს" სძლია, გალიდერდება.
"ინტერმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში პირველად ვერ გაიტანა გოლი - ამ 20 შეხვედრიდან 14 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
"ნერიაძური" მომავალ ტურში, 15 დეკემბერს ფლორენციაში "ფიორენტინას" შეხვდება, იქამდე კი 11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" უმასპინძლებს.