"ნაპოლი" გატუზოს სადებიუტო მატჩში კომპენსირებულ დროში დამარცხდა

AutoSharing Option
14 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "ნაპოლი", რომელსაც პირველად უხელმძღვანელა ჯენარო გატუზომ, საკუთარ მოედანზე "პარმასთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კარში ხშირად და არაზუსტად ურტყამდნენ და საბოლოოდ წაგება მოახერხეს.

"ნაპოლი" 21 ქულით მერვე ადგილზეა და 22 დეკემბერს სტუმრად "სასუოლოს" დაუპირისპირდება.

ნეაპოლურმა გუნდმა ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო და გატუზო ამბობს, რომ ამის გამო ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.

ნაპოლი. "სან პაოლო". 25 000 მაყურებელი
ნაპოლი - პარმა 1:2
გოლები: 0:1 კულუშევსკი (4), 1:1 მილიკი (64),
1:2 ჟერვინიო (90+4)
მკითხველის კომენტარები / 2 /
გატუზოზე დაბალი დონის მწვრთნელი მხოლოდ მარადონაა. დაღუპავს ნაპოლის აგერ ნახავთ. სერია ა-ში ლიგაზეც ვერ გაიყვანს და მერვედფინალიდან გამოვარდებიან ვისაც არ უნდა შეხვდეს.
რა გააკეთა ამათმა პრეზიდენტმა...
Superman
14:50 15-12-2019
1
რატო გატუზოო როცა ალეგრია უმუშევარი?
რატომ
23:47 15-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული