"ლაციოს" წარმოუდგენელი ქამბექი - გოლები 93-ე და 98-ე წუთებზე! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 დეკემბერს, სერია A-ს მე-16 ტურის დასკვნით მატჩში "ლაციომ" გასვლაზე 2:1 სძლია "კალიარის".

არადა, 93-ე წუთამდე მასპინძლები იგებდნენ და ამის შემდეგ მოახერხეს სტუმრებმა ორი გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება.

"ლაციო" 36 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა, ლიდერებს - "იუვენტუსსა" და "ინტერს" 3 ქულით ჩამორჩება და 5 იანვარს სტუმრად "ბრეშიას" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება "კალიარის", 29 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

კალიარი. "სარდინია არენა". 16 299 მაყურებელი
კალიარი - ლაციო 1:2
გოლები: 1:0 სიმეონე (8), 1:1 ლუის ალბერტო (90+3), 1:2 კაისედო (90+8)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჟურნალისტებო თქვენ ათახსირებთ ქართულ ენას. რა ქამბექი, რა ვიზავი, რა სეივი, ილაპარაკეთ ქართულად.,, არ კყოფნით ქართული საბჟუტუროდ..."
levan
09:39 17-12-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული