სერია A-ს მეშვიდე ტურში "ემპოლი" გასვლაზე "ლაციოსთან" დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. "ტოსკანელებისთვის" ეს მიმდინარე სეზონში პირველი წაგება გახლდათ.
სტუმართა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ თამაში ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
მე-9 წუთზე ანგარიში თავური დარტყმით სებასტიანო ესპოსიტომ გახსნა, 45+4 წუთზე მატია ძაკანიმ თავით თამაში საბა გოგლიჩიძეს დაასწრო და სხვაობა აღადგინა.
51-ე წუთზე "ემპოლის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ვასკესმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. 84-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა პედრომ ბრწყინვალე დარტყმით დევის ვასკესის კარი აიღო და "რომაელებს" 3 ქულა მოუტანა.

"ემპოლი" 10 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს სახლში "ნაპოლისთან" ჩაატარებს.
რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - ემპოლი
გოლები: 0:1 ესპოსიტო (9), 1:1 ძაკანი (45+4), 2:1 პედრო (84)