16 დეკემბერს, სერია A-ს მე-16 ტურის დასკვნით მატჩში "ლაციომ" გასვლაზე 2:1 სძლია "კალიარის".
არადა, 93-ე წუთამდე მასპინძლები იგებდნენ და ამის შემდეგ მოახერხეს სტუმრებმა ორი გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება.
"ლაციო" 36 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა, ლიდერებს - "იუვენტუსსა" და "ინტერს" 3 ქულით ჩამორჩება და 5 იანვარს სტუმრად "ბრეშიას" დაუპირისპირდება.
რაც შეეხება "კალიარის", 29 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.
კალიარი. "სარდინია არენა". 16 299 მაყურებელი
კალიარი - ლაციო 1:2
გოლები: 1:0 სიმეონე (8), 1:1 ლუის ალბერტო (90+3), 1:2 კაისედო (90+8)