"ის, რომ გოლი 2,56 მეტრიდან გავიტანე და 71 სმ-ზე ავხტი, არც კი ვიცოდი. შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან რთული თამაში გამოვიდა, "სამპდორია" ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
მთელ გუნდს სწორი განწყობა ჰქონდა თამაშისადმი. მე გოლი გავიტანე და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დავეხმარე.
მთელი თვის განმავლობაში მუხლზე პრობლემები მქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა, ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი, რაც მინდა, ესაა დავეხმარო "იუვეს" შეხვედრებისა და ტიტულების მოგებაში",
- ციტირებს პორტუგალიელს Football Italia.