მატერაცი ფოტოს აქვეყნებს: კრიშტიანო, თითქმის ისე გამოგივიდა, როგორც მე [PHOTO]

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ყოფილი მცველი მარკო მატერაცი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს 2,56 მეტრის სიმაღლიდან გატანილ გოლს გამოეხმაურა.

"თითქმის ისე, როგორც მე. გილოცავ გატანილ გოლს!"- დაწერა მატერაციმ და დაურთო ფოტო, რომელზეც ჩანს მის მიერ გატანილი გოლი ჩეხეთის ნაკრების კარში. მაშინ იტალიელი 1,2 მეტრზე ახტა და  2,7 მეტრიდან დაარტყა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მარკო მატერაცი კრიშტიანო რონალდოზე 7 სანტიმეტრით მაღალია. კრიშტიანოს სიმაღლე 186 სმ გახლავთ, ხოლო მატერაცის - 193.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს მატერაცი რავა არაფერში არ ვარგა, თითონ რომ ახლოსაც ვერ მივა რონალდუს კლასთან ეგ არაფერი? მაღლა კენგურუც ხტება
grisha
16:51 20-12-2019
6
ასაკიც გასათვალისწინებელია მაგდროს - 34 წლის ფეხბურთელისთვის ალბათ მართლაც სერიოზული ნახტომია - მატერაცი უფრო ახალგაზრდა იქნებოდა
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული