სტუმართა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ზედიზედ მესამედ დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ქართველს ორი მომენტი ჰქონდა, პირველ ტაიმში ლამაზ ნახევარბრუნში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა, მეორეში კი მეკარემ აუღო. ის 79-ე წუთზე შეცვალეს- შეფასებები: sofascore 6.5, flashscore 6.2, whoscored 6.1.
„ლიონი“ ამ მომენტისთვის 14 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე დასკვნით შეხვედრას 31 იანვარს სახლში „ლუდოგორეცთან“ ჩაატარებს.
სტამბოლი. „შიუქრიუ სარაჯოღლუ“
ფენერბაჰჩე - ლიონი 0:0
სხვა მატჩების შედეგები:
ალკმაარი - რომა 1:0
ბოდო გლიმტი - მაკაბი 3:1
პორტუ - ოლიმპიაკოსი 0:1
მალმიო - ტვენტე 2:3
ყარაბაღი - სტიაუა 2:3
ჰოფენჰაიმი - ტოტენჰემი 2:3
პლზენი - ანდერლეხტი 2:0