გატუზოს "ნაპოლიში" პირველი გამარჯვება - 94-ე წუთზე "სასუოლოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე 2:1 სძლია "სასუოლოს".

ნეაპოლურმა გუნდმა ახალი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"ნაპოლიმ" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 24 ქულით მე-8 ადგილზეა და 6 იანვარს სერიოზული გამოცდა ელის - "ინტერს" უმასპინძლებს.

რეჯო-ემილია. "მაპეი". 15 000 მაყურებელი
სასუოლო - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 ტრაორე (29), 1:1 ალანი (57), 1:2 ობიანგი (90+4, საკ. კარში)
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ტიპია ჯენარო. ძაან მევასებოდა როგორც ფეხბურთელი, მაგრამ როგორც მწვრთნელი - სუსტია
Homer
04:13 23-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული