22 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე 2:1 სძლია "სასუოლოს".
ნეაპოლურმა გუნდმა ახალი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა.
"ნაპოლიმ" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 24 ქულით მე-8 ადგილზეა და 6 იანვარს სერიოზული გამოცდა ელის - "ინტერს" უმასპინძლებს.
რეჯო-ემილია. "მაპეი". 15 000 მაყურებელი
სასუოლო - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 ტრაორე (29), 1:1 ალანი (57), 1:2 ობიანგი (90+4, საკ. კარში)