რომელუ ლუკაკუ სერია A-ზე: თუ ამას რონალდო ამბობს, ესე იგი, სიმართლეა

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ აღიარა, რომ სერია A-ში გადასვლამდე რონალდოსთან ითათბირა.

კრიშტიანო რონალდო ტურინის "იუვენტუსში" უკვე მეორე სეზონს ატარებს. პორტუგალიელის სტატისტიკა ისეთი ვეღარაა, როგორც ესპანეთში ჰქონდა და თავისი ახსნაც აქვს. როგორც თავად რონალდო ამბობს, იტალიაში უფრო დაცვიდან თამაშობენ. სწორედ ამის შესახებ ეუბნებოდა რონალდო ლუკაკუს "ინტერში" გადასვლამდე.

"კრიშტიანომ მითხრა: "სერია A მსოფლიოში ყველაზე დაცვითი ლიგაა". მან თქვა, რომ გოლები ყველგან გაუტანია, მაგრამ იტალიაში ყველაზე მეტად უჭირს. თუ კრიშტიანო რონალდო ფიქრობს ასე, ესე იგი, ეს სიმართლე უნდა იყოს",
- თქვა ლუკაკუმ Calciomercato-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ "ინტერი" და "იუვენტუსი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 42-42 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაზელინია ეს ლუკაკუ უძვრება რონალდუს
irakli
16:10 25-12-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული