კევინ პრინც ბოატენგი: დღეს ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესია, წყეული ფული

AutoSharing Option
ფლორენციის "ფიორენტინას" განელმა ნახევარმცველმა კევინ პრინც ბოატენგმა  გერმანულ საიტ Bild am Sonntag-თან საუბარში თანამედროვე ფეხბურთის მახასიათებლებზე ისაუბრა.

"დღეს ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესია, ჩვენ მხოლოდ ციფრები ვართ და მისგან მიღებული ფული კი დაწყევლილია. თუ ფორმაში არ ხარ, გცვლიან და წერტილი. არანაირი ლოიალობა და ეს სამწუხაროა.

გამოკითხვა უნდა ჩავატაროთ, რამდენი ფეხბურთელი მიდის ხალისით ვარჯიშებზე და რამდენი მხიარულობს იქ. ნათელია, ფეხბურთი ეს პროფესიონალებისთვის სამსახურია, თუმცა იმდენად კარგად იხდიან,, რომ სტრესის გამომწვევი მიზეზი ხდება.

უდიდესი სეწოლაა ფეხბურთელებზე, ამიტომ ადვილია საუბარი ისეთ თემებზე, როგორიც დეპრესიაა. არის
მომენტები, როცა თავს მხრიალურად ვგრძნობ და არის დრო, როცა პირიქითაა. ადრე ფეხბურთი მუდმივად სიამოვნებას მანიჭებდა, ახლა კი გულს მიხეთქავს, როცა ბავშვებს ვხედავ, რომლებიც საკუთარ ტალანტს ვერ იყენებენ. მე კარგად ვიცი რასაც ნიჭის გაფლანგვა ჰქვია.

ზოგიერთი 19 წლის ფეხბურთელი "მერსედესით" დამოძრაობს, იღებს ხელფასს და თავს ბედნიერად გრძნობს. მათ აქვთ ნიჭი, თუმცა არაფერს აკეთებენ, არანაირი დამატებით ვარჯიშები, საერთოდ არაფერი. მხოლოდ კამერების თვალწინ თამაშობენ და "ინსტაგრამში" პოსტებს ათავსებენ. ისინი ბოლოს მოდიან ვარჯიშებზე და პირველები ტოვებენ მას,"- აღნიშნა 32 წლის ფეხბურთელმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული