"რომას" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" კრის სმოლინგის გამოსყიდვა სურს

AutoSharing Option
"რომას" ხელმძღვანელობას კრის სმოლინგის გამოსყიდვა სურს, რომლის სატრანსფერო უფლებები "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

გამოცემის მტკიცებით, რომაელები ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილები არიან და მზად არიან მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 15 მლნ ევრო გადაიხადონ. თავად ფეხბურთელმა კი შესაძლოა 5-წლიანი კონტრაქტი მიიღოს და წელიწადში 3.2 მლნ ევრო ხელფასის სახით.

ინგლისელის სამსახურით კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული - მილანის "ინტერი" და ტურინის "იუვენტუსი".

მიმდინარე სეზონში სმოლინგმა "რომას" მაისურით ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული