ვინა თქვა, რონალდო დაბერდაო? - ჰეთ-თრიქი და საგოლე გადაცემა მიითვალა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურში "იუვენტუსმა" სახლში "კალიარი" 4:0 გაანადგურა. ეს მიმდინარე სეზონში "ბიანკონერის" ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა.

თავდამსხმელმა რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს კარიერაში მისი 56-ე ჰეთ-თრიქია. აქედან 36 ჩემპიონატებზე შეასრულა და ამ მაჩვენებლით "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის გაასწრო. კრიშტიანომ ჩემპიონატის ბოლო 5 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამას გარდა, პორტუგალიელს უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში გააქვს მინიმუმ 1 გოლი ტოპ 5-ის ჩემპიონატებში.

"იუვე" 45 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ინტერს", რომელიც დღეს "ნაპოლის" შეხვდება, 3 ქულით უსწრებს
და 12 იანვარს სტუმრად "რომას" დაუპირისპირდება.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 40 598 მაყურებელი
იუვენტუსი - კალიარი 4:0
გოლები: რონალდო (49), 2:0 რონალდო (67, პენ), 3:0 იგუაინი (81), 4:0 რონალდო (82)

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესისტები დაბალი დონის გუნდებთან გატანილ გოლებზე მაინც ნუ საუბრობთ რა:):) მალიორკები და ლევანტეები არიან მესის გოლების წყარო
კარგით რა
23:22 07-01-2020
0
კრისტინკას ძალიან მოუხდება, ამ პატარა თმის კუდზე ბანტი. აუ რა კარგი სანახავი იქნება?
კოკა
20:24 07-01-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული