6 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურში "იუვენტუსმა" სახლში "კალიარი" 4:0 გაანადგურა. ეს მიმდინარე სეზონში "ბიანკონერის" ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა.
თავდამსხმელმა რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს კარიერაში მისი 56-ე ჰეთ-თრიქია. აქედან 36 ჩემპიონატებზე შეასრულა და ამ მაჩვენებლით "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის გაასწრო. კრიშტიანომ ჩემპიონატის ბოლო 5 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამას გარდა, პორტუგალიელს უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში გააქვს მინიმუმ 1 გოლი ტოპ 5-ის ჩემპიონატებში.
"იუვე" 45 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ინტერს", რომელიც დღეს "ნაპოლის" შეხვდება, 3 ქულით უსწრებს და 12 იანვარს სტუმრად "რომას" დაუპირისპირდება.
ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 40 598 მაყურებელი
იუვენტუსი - კალიარი 4:0
გოლები: რონალდო (49), 2:0 რონალდო (67, პენ), 3:0 იგუაინი (81), 4:0 რონალდო (82)