რონალდო: გასაკეთებელი გავაკეთეთ - იმედია, "ინტერი" წააგებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ "კალიარისთან" ჰეთ-თრიქი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ნამატჩევს კი Football Italia-ს შემდეგი განუცხადა:

"ყველაზე მთავარია, მოვიგეთ. კარგად ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. ჰეთ-თრიქით კმაყოფილი ვარ, თუმცა მთავარი გამარჯვება და "ინტერზე" ზეწოლის განხორციელებაა.

თამაშიდან თამაშამდე ყველა რგოლში ვუმატებთ და ერთიანი გუნდი ვართ.

არ ვიცი, ვუყურებ თუ არა "ნაპოლისა" და "ინტერის" შეხვედრას, მაგრამ რა თქმა უნდა, "ინტერის" წაგების იმედი მაქვს, რადგან ეს ჩვენ ხელს გვაძლევს. ნებისმიერ შემთხვევაში, გასაკეთებელი გავაკეთეთ
და ახლა მხოლოდ ლოდინი შეგვიძლია".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი ჰეთთრიკი კიდევ სულ ცოტა
ზაზა
12:48 07-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული