"ნაპოლის" გატუზოც ვერ შველის - "ინტერი" "იუვენტუსს" დაეწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურში "ინტერმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ნაპოლის".

ამჟამად "ნერაძური" ნეაპოლურ გუნდზე გაცილებით ძლიერია და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

"ინტერმა" 45 ქულა მოაგროვა, "იუვენტუსს" დაეწია და ჩინებულ ფორმაში მყოფ "ატალანტას" 11 იანვარს უმასპინძლებს.

"ნაპოლი" 24 ქულით მე-8 ადგილზეა და 11 იანვარს მძიმე გასვლა ელის "ლაციოსთან".

"ინტერმა" "ნაპოლის" სტუმრად 1997 წლის შემდეგ პირველად მოუგო.

ნეაპოლი. "სან პაოლო". 30 000 მაყურებელი
ნაპოლი - ინტერი 1:3
გოლები: 0:1 ლუკაკუ (14), 0:2 ლუკაკუ (34), 1:2 მილიკი (39), 1:3 მარტინესი (62)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანჩელოტის რომ გაუშვებ და გატუზოს მოიყვან,ღირსი ხარ სერია ა -დან საერთოდ გავარდე.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული