ჰენრიხ მხითარიანმა ტრავმა მიიღო და "იუვენტუსთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"არსენალიდან" "რომაში" განათხოვრებულმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ტრავმა მიიღო.

სომეხმა ლეგიონერმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, 12 იანვარს "იუვენტუსთან" ვერ ითამაშებს და ჯერ უცნობია, რამდენი ხანი გაუცდება.

მან ტრავმა 5 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურში "ტორინოსთან" მატჩში (0:2) მიიღო.

ამ სეზონში ტრავმის გამო მან ჩემპიონატის მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული