"მილანის" დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა კლუბში რევოლუციის განხორციელება განიზრახა, იტყობინება Calciomercato.
ხორვატ ფუნქციონერს "როსონერის" ყველა მოქმედი ფეხბურთელის გაყიდვა და მხოლოდ 6-ის შენარჩუნება სურს.
იღბლიანებს შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჯანლუიჯი დონარუმა, რაფაელ ლეაუ, თეო ერნანდესი, ისმაელ ბენასერი და ალესიო რომანიოლი აღმოჩნდნენ.
"მილანი" 18 ტურის შემდეგ სერია A-ში მე-12 ადგილს იკავებს.