ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ "პარმასთან" გამარჯვების (2:1) შემდეგ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორია კრიშტიანო რონალდოსთან მუშაობა.
"ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც ზოგჯერ პრობლემებს გიქმნის, თუმცა, ასევე, შენი 100 პრობლემის გადაწყვეტაც შეუძლია.
ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და მისი ღირსებებისა და შესაძლებლობების მიხედვით უნდა იმუშაო რონალდოსთან", - განაცხადა სარიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით