ეშლი იანგმა "ინტერში" დებიუტისას გააკეთა ის, რაც "მანჩესტერში" ნახევარი სეზონი არ გაუკეთებია

AutoSharing Option
მილანის "ინტერში" ჩატარებული სადებიუტო მატჩისას 34 წლის ინგლისელმა მცველმა ეშლი იანგმა საგოლე გადაცემა გააკეთა, ანუ ის, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმით ნათამაშებ პრემიერლიგის 12 შეხვედრაში ვერ მოახერხა.

ვეტერანი მცველი იანვარში შეუერთდა "ნერაძურის" და "კალიარისთან" გამართული შეხვედრის 29-ე წუთზე ლაუტარო მარტინესს გაატანინა გოლი.

თუმცა "ინტერმა" შეხვედრა გამარჯვებამდე ვერ მიიყვანა. მილანელებს "კალიარიში" განათხოვრებულმა თავიანთივე ფეხბურთელმა გაუტანა - რაჯა ნაინგოლანმა 78-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული