"ბარსელონას" ნახევარმცველი იჯარით "რომაში" გადავიდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი კარლეს პერესი იჯარით "რომაში" გააგრძელებს კარიერას.

"რომამ" 21 წლის პერესი სეზონის ბოლომდე ინათხოვრა და ზაფხულში მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.

პერესის სამსახურით აგრეთვე "დორტმუნდი" და "სევილია" იყვნენ დაინტერესებულნი.

პერესის დებიუტი "ბარსაში" 2019 წელს შედგა და 13 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კარლესის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა, "რომას" კი მისი იჯარა 1 მილიონი დაუჯდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული