იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" გასვლაზე "სამპდორია" დაამარცხა (4:2), მატჩში კი ანგარიში ნეაპოლელთა 25 წლის ფორვარდმა არკადიუშ მილიკმა პირველი შეხებით გახსნა.
როგორც Opta იტყობინება, პოლონელი ფორვარდისთვის ეს იტალიის ჩემპიონატში ერთი შეხებით გატანილი მე-15 გოლია. მთლიანად მილიკს სერია A-ში 35-ჯერ აქვს გამოჩენილი თავი.
მიმდინარე სეზონში არკადიუშ მილიკმა "ნაპოლის" რიგებში 17 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. "ტრანსფერმარკტი" მას 40 მილიონ ევროდ აფასებს.