რონალდომ "იუვენტუსის" რეკორდი დაამყარა - გუნდმა კი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში "ვერონამ" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "იუვენტუსს".

"იუვე" რონალდომ დააწინაურა, 76-ე წუთზე ფაბიო ბორინიმ ანგარიში გაათანაბრა, 86-ე წუთზე კი ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე მცველ ლეონარდო ბონუჩის მარაშ კუმბულასთან ბრძოლისას მოხვდა, მსაჯმა დავიდე მასამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ჯამპოლო პაცინიმ გამოიყენა და მასპინძლებს სენსაციური გამარჯვება მოუტანა.

21-ე წუთზე მარაშის გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა - ვიდეოასისტენტებთან კონსულტაციას 2 წუთი დასჭირდა.

"იუვენტუსი" 54 ქულით ლიდერია და თუ "ინტერმა" "მილანს" მოუგო, დაეწევა.

რონალდო "იუვენტუსის" პირველი და იტალიის ჩემპიონატის მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 10 მატჩში გამოიჩინა თავი - მან ჩემპიონატში 20+ გოლი მიჯრით მე-11 სეზონში გაიტანა.

ვერონა. "მარკ'ანტონიო ბენტეგოდი"
ვერონა - იუვენტუსი 2:1
გოლები: 0:1 რონალდო (65), 1:1 ბორინი (76), 2:1 პაცინი (86, პენ)


მკითხველის კომენტარები / 6 /
ორივე ძლიერი ფეხბურთელია,ორივე მაგარია და მსოფლიოს დიდი ფეხბურთელების გვერდით დგანან.
ზასტაველი
09 თებერვალი 2020 21:21
0
აღარ მოგწყინდათ მესის და რონალდუს ფანებო არაკორექტულად ერთმანეთის ლანძღვა.ყველამ ხომ ვიცით რომ ორივე ძაან მაგარია.
რეალისტი
09 თებერვალი 2020 13:16
0
აბა კაცო არც გამოჩნდა ვინმე მესამე ნაცების და ქოცების არ იყოს.დდდდდ
დაა
09 თებერვალი 2020 15:46
1
ისევ ულამაზესი გოლი გაიტანა.ტერმინატორი ჩართო.მაგრამ ასეთი ნახევარდაცვით შორს ვერ წავა იუვე.ძალიან ბევრი ბრაკია გადაცემებში.ისე ანიელის დროს უფრო დამაჯერებელი გუნდი იყო.სარი ვერ ტოვებს დიდი მწვრთნელის შთაბეჭდილებას.ისე ცოტა საეჭვოა ბოლო 10 წუთში ბავშვური შეცდომებით თამაშის წაგება.
მაფია უკვდავია
09 თებერვალი 2020 13:12
0
მესიმ როდის გაიტანა ბოლოს?ხიხონთან მგონი ხო
იუვე
09 თებერვალი 2020 09:37
5
ყველა თამაშზე როგორ გააქ გოლი რონსლდოს,ეს კიდევ ერთი ღრმად მესის და შენც მესის ფანო,მიხვდება ვისაც ეხება
barsa mesi
09 თებერვალი 2020 03:51
13

სიახლეები პოპულარული