"ინტერი" ვივიანოს მოიყვანს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ცნობით, მილანის "ინტერში" ემილიანო ვივიანოს მოყვანა განპირობებულია ძირითადი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის ტრავმის გამო. ბოლო შეხვედრებში იტალიელების კარს დანიელე პადელი იცავდა.

ვივიანო ამჟამად თავისუფალი აგენტია. 34 წლის მეკარის ბოლო გუნდი "სპალი" იყო, რომლის შემადგენლობაშიც 17 მატჩი გამართა. ფეხბურთელი ისეთ გუნდებში ასპარეზობდა, როგორებიცაა "ბრეშია", "სამპდორია", "ბოლონია", "ფიორენტინა" და სხვა. ასევე, მან იტალიის ეროვნულ ნაკრებში 6-ჯერ მიიღო მონაწილეობა.

"ინტერი" აგრძელებს იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას. 23 ტურის შემდეგ მილანელები ტურინის "იუვენტუსთან" ერთად ჩემპიონატის სათავეში 54 ქულით არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული