იტალიელი მსაჯი პოლიციას გაექცა და მატარებლის ქვეშ მოჰყვა

AutoSharing Option
31 წლის იტალიელი მსაჯი ანტონიო მარტინელო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ პორტო-პოტენცა-პიჩენაში მატარებლის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა, - იტყობინება Il Resto del Carlino.

გამოცემის ცნობით, არბიტრი შინაპატიმრობაში ელექტრონული სამაჯურით იმყოფებოდა, რადგან ყოფილმა გოგონამ დევნაში დაადანაშაულა.

პოლიცია მარტინელოსთან სახლში დასაპატიმრებლად მივიდა, ვინაიდან შინაპატიმრობის წესი დაარღვია, მაგრამ  გაიქცა და რელსებზე გადასვლისას მატარებლის ქვეშ მოჰყვა.

თებერვალში მარტინელომ რეგიონული ლიგის მატჩისას ერთ-ერთი გუნდის მეკარე მატეო ჩიჩიოლის თავი ისე ჩაარტყა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის გამო მას ერთი წლით აუკრძალეს მსაჯობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული