რონალდო იტალიაში აღარ ბრუნდება

AutoSharing Option
beIN Sports-ის კორესპონდენტმა ტაკრედი პალმიერიმ თავის "თვითერზე" დაპოსტა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ გუნდს ამცნო, რომ არ აპირებს, იტალიაში უახლოეს დღეებში გამობრუნდეს.

მას შემდეგ, რაც სერია A შეჩერდა, პორტუგალიელი ოჯახთან ერთად სამშობლოში კერძო თვითმფრინავით და პორტუგალიის მთავრობის სპეციალური ნებართვის დადასტურების შემდეგ ჩაფრინდა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ავიაფრენები იტალიასა და პორტუგალიას შორის შეჩერებულია. მეტიც, "რომას" პორტუგალიამ უარი უთხრა, როცა იტალიური კლუბი ცდილობდა, ალტერნატიული გზა მოეძებნა სევილიაში ჩასაფრენად.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსი ტურინის "იუვენტუსის" მცველს, დანიელ რუგანის აღმოაჩნდა. ყველა, ვინც ფეხბურთელთან კონტაქტს
ამყარებდა, კარანტინში უნდა დარჩეს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც რეგულარულად კითხულობს სიახლეებს არ გაუკვირდება და არაფერი არ არის აქ საკვირველი. რონალდუ სამშობლოში მადეირაზე, რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდა მას შემდეგ რაც იუვენტუსს და არამარტო იუვეტუსს თამაშები შეაჩერეს, ახლა კი უკვე გადაწყვეტილად მთლიანად ჩემპიონატიც შეაჩერეს. რონალდუ დედამისთან იმყოფება რომელმაც ინსულტი გადაიტანა ამ დღეებში. და რა აზრი აქვს მის დაბრუნებას იტალიაში, მითუმეტეს თუ თანაგუნდელს უკვე აღმოუჩინეს ვირუსი. თუ ვინმე ფიქრობს მილიონერი სპორტსმენი ვერ მოახერხებს თვითიზოლაცია გაიაროს თავის სახლში? თუ ექიმებს სახლში ვერ მიიწვევს რო ანალიზებიც აიღოს. ბოლო ბოლო გგონიათ ბიძინას აქვს საჩხერეში საკუთარი საავადმყოფო და რონალდუს არ ექნება მსგავსი თავის პატარა ქალაქში. ან იმას ხო არ ფიქრობთ რო მადეირაზე ტურინიდან უცხო მგზავრებთან ერთად იმგზავრა? ის საკუთარ თვითმფრინავს ხმარობს ასეთ მგზავრობებზე და არა მგონია თქვენზე სულელი იყოს რო საკუთარ ჯანმრთელობას ვერ მიხედოს. არ იფიქროთ ამ ფეხბურთელს ვიცავდე უფრო თქვენი ბრიყვობა მაოცებს. პირადად რონალდუს ვერ ვიტან, მესი უფრო მომწონს.
გიორგი!!!
20:02 12-03-2020
5
ახლა, რა გამოდის, რაკი რონალდუა, კარანტინი არ ეხება? თუ ვირუსშეუვალია?
ზურა
17:42 12-03-2020
43

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული