"ტუტოსპორტი" ირწმუნება, რომ "იუვენტუსს" უნდა, თავდამსხმელ რონალდოს 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს.
As-ის ცნობით, "იუვე" რონალდოს კონტრაქტის 2 წლით გაგრძელებას შესთავაზებს და როდესაც ის დასრულდება, ფეხბურთელი 39 წლის იქნება.
ცნობისათვის, პორტუგალიელის ამჟამინდელი სეზონური გასამრჯელო 31 მილიონი ევროა.
ამას გარდა, რონალდოს დასახმარებლად ტურინული კლუბი კიდევ ერთი კარგი ფორვარდის დამატებას აპირებს.
მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატზე რონალდომ 22 მატჩში 21 გოლი გაიტანა.