"დეილი მეილის" ცნობით, კრიშტიანო თავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად ლისაბონისა და პორტუს საავადმყოფოებს 1.1 მილიონ ევროს შესწირავს.
ამ ფულით საავადმყოფოები სამედიცინო ინვენტარსა და პრეპარატებს შეიძენენ.
ამას გარდა, რონალდო და მენდეში საქველმოქმედო შენატანით ინტენსიური თერაპიის სამი პალატის დაფინანსებას გააგრძელებენ, სადაც პანდემიით დაავადებულები მკურნალობენ.