ჰანდანოვიჩი: ყველა ფეხბურთელი ოცნებობს "ინტერში" თამაშზე

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მეკარე და კაპიტანმა სამირ ჰანდანოვიჩმა შარშანდელი სერია A-ს ბოლო ტურის მატჩში "ემპოლის" დამარცხება (2:1) გაიხსენა. სწორედ ამ მოგებამ გაუნაღდა "ნერაძურის" ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.

"ეს შესანიშნავი საღამო იყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რაც ყველაზე მთავარი გახლდათ. რა თქმა უნდა, ასეთი მომენტების გახსენება ძალიან სასიამოვნოა. კარგია ამაზე ფიქრი, თუმცა მხოლოდ მოგონებებით ვერ იცხოვრებ."

ასევე, სლოვენიელმა მეკარემ 2012 წელს "უდინეზედან" "ინტერში" გადასვლაზეც ისაუბრა.

"ყველა ფეხბურთელი ოცნებობს "ინტერში" გადასვლაზე. ნებისმიერ ამბიციურ ფეხბურთელს უმაღლესი მწვერვალისკენ სვლა უნდა. როცა მე აქ მოვედი, "ინტერი" ევროპასა და
მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყო. მე ბედნიერი და ამაყი ვიყავი, ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა იყო." - განაცხადა სამირმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფორცა ინტერ!
ვახო...
18:40 31-03-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული