"ნაპოლი" ჯენარო გატუზოს კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
"ნაპოლი" გუნდის მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს ხელშეკრულების გახანგრძლივებას შესთავაზებს.

Calciomercato-ს ცნობით, კლუბის მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი კმაყოფილია გატუზოს მუშაობით და მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხზე მალე მოილაპარაკებენ.

შეგახსენებთ, გატუზოს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მისი ხელმძღვანელობით ნეაპოლურმა გუნდმა 15 მატჩიდან 9 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული