"ბრეშიას" პრეზიდენტმა მასიმო ჩელინიმ საკუთარი აზრი დააფიქსირა იტალიის ჩემპიონატის კორონავირუსის პანდემიის ფონზე განახლებასთან დაკავშირებით.
"ვიმეორებ: თუ ჩემპიონატი განახლდება, "ბრეშიას" თამაშის უფლებას არ მივცემ.
ეს პროვოკაცია არ გეგონოთ. თუ უნდათ ქულებიც დაგვაკლონ, ასეთი სიტუაციაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავიღებ.
რასაც ვუყურებ, ძალიან ბევრი იქცევა ეგოისტურად და შექმნილი სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.
ლოტიტოს ("ლაციოს" მფლობელი) თამაშების განახლება უნდა? ვირის ხმა ზეცაში არ ესმით, როგორც ჩვენთან იტყვიან. მე მხოლოდ იმათ ვუსმენ, ვინც მოსმენის ღირსია.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გრავინას კი ურჩევნია ტელევიზიით ნაკლები ილაყბოს
და კლუბების ფინანსურ მდგომარეობას მიაქციოს ყურადღება. იქნებ, ბრეშიაშიც გამოიაროს.
არანაირ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებ, არც სერია B-ში გავარდნის მეშინია. ვიცი, რომ კლუბი არ გაკოტრდება და ისევ დაბრუნება უმაღლეს ლიგაში,"- განაცხადა ჩელინომ.
მომზადებულია Giornale di Brescia-ის მიხედვით