იტალიაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აირჩიეს

AutoSharing Option
იტალიაში 29 იანვარს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, თუმცა ვერავინ გაიმარჯვა. თანამდებობის დაკავების სურვილი კი სამ კანდიდატს - დამიანო ტომაზის, გაბრიელე გრავინას და კოსიმო სიბილიას ჰქონდათ.

ბრძოლას მესამე ტურში ტომასი გამოეთიშა, მეოთხე ტურში ხმების საჭირო რაოდენობა კი ვერც გრავინამ და ვერც სიბილიამ მიიღეს.

ამ შემთხვევაში, იტალიის ოლიმპიურ კომიტეტს შეუძლია დანიშნოს რიგგარეშე კომისარი, რომელიც ფედერაციის ხელმძღვანელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კარლო ტავეკიო "სკუადრა აძურას" დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და ახლა ეს პოსტი ვაკანტურია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული