იტალიის ჩემპიონატის განახლება ნაკლებად სავარაუდოა

AutoSharing Option
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პერპაოლო სილერიმ კორონავირუსის გამო შეჩერებული სერია A-ს განახლებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის განახლება ნაკლებად სავარაუდოა", - ციტირებს სილერის Calciomercato.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონატის განახლება შესაძლებელი იყო ყველა გუნდის რომის რეგიონში შეკრებით და დარჩენილი 124 მატჩის 45 დღის ვადაში ჩატარებით.

იტალიის ჩემპიონატი 26 ტურის შემდეგ შეჩერდა. 63 ქულით ლიდერი "იუვენტუსია", რომელსაც 1 ქულით "ლაციო" ჩამორჩება.

alt"ვირის ხმა ზეცაში არ ესმით" - "ბრეშიას" პრეზიდენტი "ლაციოს" მფლობელს აფასებს და თამაშების განახლებას ეწინააღმდეგება

altსერია A-ს ოცივე

გუნდს რომში გამოკეტავენ და ჩემპიონატს ჩაამთავრებინებენ?

altბალოტელი სერია A-ს შეჩერებაზე: "იუვენტუსის" პირველ ადგილზე დაბრუნებას ელოდნენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული