"რომას" ფეხბურთელები 4 თვე ხელფასს არ მიიღებენ

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ცნობით, "რომას" ფეხბურთელები კლუბთან შეთანხმდნენ და უარი განაცხადეს ხელფასის მიღებაზე, სანამ კორონავირუსის პანდემია არ დასრულდება.

ამჟამინდელი შეტანხმების მიხედვით, ფეხბურთელები 2.5 თვის მანძილზე არ ანაზღაურდებიან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იტალიის ჩემპიონატის გაგრძელება ვერ მოხერხდა, შეზღუდვა 4 თვემდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, ისიც, რომ "რომას" ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები სპეციალურად შექმნილ ფონდში, რომელიც კლუბის შვებულებაში მყოფი თანამშრომლებისთვის შეიქმნა, ფულს გადარიცხავენ.

ინიციატივას გუნდის მწვრთნელი პაოლუ ფონსეკაც დათანხმდა, თუმცა დირექტორებმა მხოლოდ მარტის ხელფასზე განაცხადეს უარი.

შეგახსენებთ, ადრე ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა იგივე ინიციატივას მხარი დაუჭირეს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენმა უსაქმურმა მთავრობამაც რომ თქვას უარი ხელფასებზე არა????
ოღონდაცა რაააააააა??????
21:56 23-04-2020
0

სიახლეები პოპულარული