გონსალო იგუაინს იტალიაში დაბრუნება არ უნდა

AutoSharing Option
"იუვენტუსი" მაისში ვარჯიშს დაიწყებს, თავდამსხმელი გონსალო იგუაინი კი შეიძლება გუნდს არ შეუერთდეს, - იტყობინება Football Italia.

იგუაინი არგენტინაში დედასთან გაემგზავრა, რომელიც სიმსივნეს ებრძვის და იტალიაში ჯერ დაბრუნებას არ აპირებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის "პიპიტას" "რივერ პლეიტი", ამერიკისა და კატარის კლუბები ეპატიჟებიან.

ის ადრე "რივერ პლეიტის", "რეალის", "ნაპოლის", "მილანისა" და "ჩელსის" ღირსებას იცავდა, ამ სეზონში კი სერია A-ს 23 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული