ლონდონის "არსენალიდან" "რომაში" განათხოვრებულ ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს რომაულ გუნდში დარჩენა უნდა, - იტყობინება "კორიერე დელო სპორტი".
გამოცემის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ საქმის კურსში "არსენალი" და თავისი აგენტი ჩააყენა.
იმისათვის, რათა "რომამ" მხითარიანის კონტრაქტი გამოისყიდოს, ის მზადაა ანაზღაურების შემცირებაზე დათანხმდეს. ეს სიამოვნება "ჯალოროსის" 20 მილიონი ევრო დაუჯდება.
ამ სეზონში ჰენრიხმა სერია A-ს 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.