რონალდო, რომელიც კორონავირუსის გამო ერთ თვეზე მეტია პორტუგალიაში იმყოფება, 28 აპრილს იტალიაში დაბრუნდება, - იტყობინება "რეკორდი".
კრიშტიანო ტურინში ჩაფრინდება და ორი კვირა კარანტინში მოუწევს ყოფნა. "იუვენტუსში" ყველა ლეგიონერი დაბრუნდება და მალე გუნდი ვარჯიშს დაიწყებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდოს პსჟ ეპატიჟება, მაგრამ კონტრაქტის დასრულებამდე, ანუ 2022 წლის ზაფხულამდე გუნდის გამოცვლას არ აპირებს.