ჩაკურატებულმა "პიპიტამ" პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - ნუთუ, კომედიურ ფილმში გადაიღებენ?

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ არგენტინიდან იტალიაში თავდამსხმელი გონსალო იგუაინი აშკარად წონაში მომატებული დაბრუნდა. ამაზე უმალ გაამახვილა სხვადასხვა სპორტულმა გამოცემამ ყურადღება.

ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ "პიპიტა" სამშობლოში "იუვენტუსის" ფიზიოთერაპევტის რჩევებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა და ვარჯიშითაც არ იკლავდა თავს.

სოციალურ ქსელებში მის შესახებ ხუმრობენ, "ტვიტერზე" დაწერეს, შესაძლოა, ადამ სენდლერთან და რობ შნაიდერთან ერთად კომედიური ჟანრის ფილმში გადაიღონო.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 32 წლის იგუაინმა "იუვეს" პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაეჭიმა. თუმცა გამოკვლევამ დაადგინა, რომ სერიოზული არაფერი სჭირს.
ჯერ უცნობია, რამდენი ხანი გაუცდება გონსალოს და შეძლებს თუ არა განახლებული სეზონის პირველ მატჩში, 12 ივნისს, "მილანთან" თასის ნახევარფინალში თამაშს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემს მოსწავლეებს იგივე პრობლემის მოგვარება 10 წამში შეუძლიათ (მოედნიდან გაუსვლელად), რაც ნიშნავს - ქართული მეთოდი "47+5" ამ მხრივ უფრო პროგრესულია!
მენტალური მომზადების ცენტრი
12:34 05-06-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული