
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ბრეშიას" ხელმძღვანელობამ ვერ აიტანა ბალოტელის მიერ ვარჯიშების გაცდენა და ფეხბურთელს კონტრაქტი შეუჩერა.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბალოტელის ადვოკატთან არის შეთანხმებული. 2019 წლის ზაფხულში მარიო "ბრეშიაში" "მარსელიდან" გადავიდა. მის ანგარიშზე 19 მატჩში 5 გოლია.
რაც შეეხება "ბრეშიას", ის სერია A-დან გავარდნის კანდიდატია და "უსაფრთხო ზონამდე" 9 ქულა აშორებს.
იტალიის ჩემპიონატი 19 ივნისს განახლდება.