ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში

AutoSharing Option
იტალიაში ქვედა დივიზიონებში გადანაცვლებები დაამტკიცეს.

სერია B-ში "მონცა", "ვინჩენცა" და "რეჯინა" გადავიდნენ, მეოთხე საგზურის მფლობელი კი პლეი-ოფში გაირკვევა.

სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის "მონცა" პირველად იასპარეზებს სერია B-ში.

"წარმატებაში ეჭვიც კი არ გვეპარებოდა. "მონცაში" ისეთ გუნდს შევქმნით, რომელიც მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს. სერია A-ში გადასვლა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა ჩვენ მათ ჩვენს ინტერესებში გამოვიყენებთ", - განაცხადა ბერლუსკონიმ.

სერია D-დან სერია C-ში "პალერმო", "ლუკეზე", "პრო სესტო", "კამპოდარსეგო", "მანტოვა", "გროსეტო", "მეტალიკა", "ტურისი" და "ბიტონტო" გადავიდნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგეც ბევრია
zviadi
16:39 09-06-2020
1
ეს ისეტი მაფიოზია, 5 წელში ლიგა რომ მოიგოს არაა გასკვირი
1

სიახლეები პოპულარული