Football Italia-ს ინფორმაციით, ბერლუსკონიმ "მონცა" შეიძინა, რომელიც სერია C-ში ასპარეზობს.
შეიძლება ითქვას, ბერლუსკონიმ საკუთარ თავს დაბადების დღეზე მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა. 29 სექტემბერს იტალიელი 82 წლის გახდება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, "მონცას" ხელმძღვანელობაში "მილანის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანიც იქნება წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ 2017 წელს "მილანი" ჩინელ ინვესტორებს მიჰყიდა, ხოლო შემდეგ კლუბი "ელიოტ მენეჯმენტის" მმართველობაში გადავიდა.
კევინ-პრინს ბოატენგი: სილვიო ბერლუსკონიმ კაცად მაქცია
სილვიო ბერლუსკონი: "მილანის" თამაშებს აღარ ვუყურებ