"ვადასტურებ, რონალდოს და "იუვენტუსის" გზები სეზონის ბოლოს შეიძლება გაიყაროს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, გუნდი დატოვოს. პირველად ამის შესახებ ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა პიეტრო ბალცანომ გაავრცელა. დღეს კი, 10 ივნისს, ბალცანომ დაადასტურა, რომ რონალდოს მიერ კლუბის დატოვება კვლავ მოსალოდნელია.

"ვადასტურებ ადრე ნათქვამს, სეზონის ბოლოს რონალდოსა და "იუვენტუსის" გზები გაიყრება. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ჭორია, თუმცა მე ამ საკითხზე ვმუშაობ." - დაწერა ბალცანომ.

რონალდო ტურინის "იუვენტუსში" 2018 წლის ზაფხულში, მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. იტალიურ გრანდს ტრანსფერი 117 მილიონი ევრო დაუჯდა. ფეხბურთელსა და კლუბს შრომითი ხელშეკრულება 2022
წლამდე აკავშირებთ.

იტალიის ჩემპიონატში კრიშტიანომ 22 შეხვედრაში 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს.


მკითხველის კომენტარები / 5 /
კრ7 არა მარტო დიდი ფეხბურთელია არამედ სანიმუშო სპორტსმენი,მეოჯახე,მეგობარი,პატრიოტი,ლიდერი მოკლედ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბრენდია რომელსაც კლუბისთვის დიდი მატერიალური მოგება მოაქვს.ასე მოხდა იუვეში,მათი აქციები დღეს ბევრად ძვირი ღირს და არა მგონია მათ ეს დათმონ.
სხვა დონეა
12:28 10-06-2020
1
ეს ჭორია, მაგრამ მე ამ საკითხზე ვმუშაობო - გასაგებად თქვა კაცმა
Homer
16:20 10-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული