იტალიის თასის ფინალის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოება არ იქნება - ფეხბურთელები მედლებს თავად აიღებენ

AutoSharing Option
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის თასის ფინალისტები დაჯილდოების ცერემონიას თავად ჩაატარებენ.

გადამწყვეტი შეხვედრა დღეს, 17 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებულს მესამე პირთა გარეშე მოუწევს თასის ჩაბარება, ხოლო წაგებულებს - მხოლოდ მედლების. მატჩი, ბუნებრივია, მაყურებელთა გარეშე გაიმართება.

"მოდით, ამას თვითმომსახურება დავარქვათ. სპორტსმენები თავად აიღებენ მედლებსა და თასს. ამით ზედმეტ კონტაქტებს ავიცილებთ თავიდან", - განაცხადა სერია A-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

მოგეხსენებათ, ნახევარფინალურ ეტაპზე "იუვენტუსმა" "მილანი" დაამარცხა, ხოლო "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "ინტერს" აჯობა.

მომზადებულია Sky sports-ის
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული